კახა ბასილია ელიას უბნის მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-21 17:27:00

„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია ელიას უბნის მოსახლეობას შეხვდა.

კახა ბასილიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
კახა ბასილიამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და 1 ოქტომერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა ჩემს ამომრჩეველს სიმშვიდისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოვუწოდო იმ პოზიციის დასაფიქსირებლად, რომლითაც მიღწეული იქნება პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რაც საბოლოოდ ამ ხელისუფლების დამარცხებას განაპირობებს." - განაცხადა კახა ბასილიამ.