საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას გენერალმა ტიშკევიჩმა მიმოიხილა სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობა, რაც ამ მისიის საპატრულო გუნდების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიჯნაზე უსაფრთხოების შეფასებასა და ანალიზს გულისხმობს. ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისია წარმატებით ახორციელებს მიმდინარე საქმიანობას და ხაზი გაუსვა რუსეთის მიმდინარე სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე ნებისმიერი პროვოკაციის თავიდან აცილების აუცილებლობას.