ფილარმონიასთან შეკრებილი ადამიანები შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 2012-09-20 19:15:00

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითრებას აპროტესტებენ და შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციას პოლიტიკოსების მხრიდან "ქდმ"-ის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გაბუნია ესწრება. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აუცილებელია, პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.