თემურ იაკობაშვილი: საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და არ მოხდება მისი რეინკარნაცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე

საქართველო, თბილისი - 2012-09-19 22:54:00

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და არ მოხდება მისი რეინკარნაცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე, - განაცხადა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა "ამერიკა-საქართველოს" ფორუმზე სიტყვთ გამოსვლისას. ფორუმის შესახებ მასალა ”ამერიკის ხმის” ვებგვერდმა გამოაქვეყნა. 

„საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და არ მოხდება მისი რეინკარნაცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პრემიერი უკვე გვყავს და თუკი არჩევნებზე მმართველი პარტია გაიმარჯვებს, ის შემდეგი 4 წლის მანძილზე პოსტზე დარჩება. ასე რომ საქართველოს ბევრად უფრო ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრი ეყოლება", - განაცხადა იაკობაშვილმა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და ეს არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა.


საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი გარემოს განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ფეიჯ ალექსანდერმა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენგტოს (USAID) ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელობს; გიორგი მუჩაიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა და ჯოშუა ვოკერმა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოდან.