"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა საზოგადოების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 2012-09-19 17:17:00

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა საარჩევნო კამპანის წყვეტს და საზოგადოების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს.

„სასჯელ-აღსრულებით სისტემაში მომხდარი საზარელი ფაქტების გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია დროებით წყვეტს წინასაარჩევნო რეგიონულ კამპანიას და სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ პროტესტს",-ეს განცხადება ორგანიზაციამ, სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.