პრეზიდენტი პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-19 15:11:00

საქართველოს პრეზიდენტი პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა და გარკვეული ჩავარდნების შესახებ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს პენიტენციალური სისტემის გადახალისება და არსებული დეპარატმენტის გაუქმება დაავალა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში ისეთივე რეფორმები უნდა განხორციელდეს, როგორც პოლიციაში განხორციელდა. სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს მთლიანად აღნიშნული რეფორმაზე გადართვა დავალა და განმარტა, რომ კომპრომატების ომის ფონზე, სუსტი წერტილების პოვნა შეუძლებელი უნდა გახდეს.

"მთლიანად გადაერთე და ყველა სხვა საკითხები გვერდით გადადე" - განუცხადა პრეზიდენტმა ივანე მერაბიშვილს.
.