სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსი "ქართულ ოცნებას” უცხადებს მხარდაჭერას

საქართველო, თბილისი - 2012-09-17 18:16:00

"ქართულ ოცნებას" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსი მხარდაჭერას უცხადებს.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, თენგიზ კალანდაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კალანდაძე მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას" და თავის გადაწყვეტილებას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებისა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის.

დღეს თენგიზ კალანდაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები გააცნო.