ირაკლი ალასანია: ქართველებს შორის დაპირისპირება აღარ უნდა იყოს

საქართველო, თბილისი - 2012-09-16 12:16:00

"ქართველებს შორის დაპირისპირება აღარ უნდა იყოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა_ლოცვას ესწრება.

,,საქართველოში ქართველებს შორის დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ საზოგადოება პოლარიზებულია, მაინც ყველა საქართველოს შვილები ვართ. Dდარწმუნებული ვარ პატრიარქის მოწოდებითა და ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება", _ განაცხა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

შეაგხსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარში მიმდინარე წირვა-ლოცვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად ესწრება. ბაგრატის ტაძარში ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოან.