ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლში იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-13 17:22:00

ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლს სტუმრობდა. ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერმა შეხვედრები გამართა მარნეულსა და ბოლნისში.

ადგილობრივებთან შეხვედრისას ივანიშვილმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.მოსახლეობასთან შეხვედრამდე კი ივანიშვილმა ბოლნისის სიონი მოილოცა.