ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 2012-09-13 10:45:00

კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ კოალიციის დაშლას არ გამორიცხავს, _ ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ კოალიციის დაშლა ლოგიკურია.

,,პრინციპში ნორმალურია, რომ არჩევნების შემდგომ კოალიცია დაიშალოს. ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს და ლოგიკურია", _ განაცხადა ივანიშვილმა.