ზაზა გაბუნია კრწანისში მცხოვრებ "ატსტუპნიკებს" შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-12 16:41:00

 "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ "ატსტუპნიკებს" შეხვდა.

გაბუნიას განმარტებით, წლებია ე.წ. ატსტუპნიკებს საკუთარ სავხოვრებლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

ზაზა გაბუნია: "ამ საკითხის მოგვარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ასობით კრწანისული ოჯახისთვის. საჭიროა თბილისის ბიუჯეტში მოინახოს თანხები იმისთვის, რომ მერიის თანამონაწილეობით დაკმაყოფილდეს როგორც მესაკუთრის ისე მოსარგებლის ინტერესები".