"წინასაარჩევნო პროცესების ანალიზის" პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-09-11 18:12:00

ხვალ, 12 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" "წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი (2011 წლის 1-ლი ოქტომბერი - 2012 წლის 1-ლი აგვისტო)" პრეზენტაცია გაიმართება.

აღნიშნული კვლევა განხორციელდა პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში. ანგარიშში განხილულია არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკითხები 2011 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2012 წლის 1-ელ აგვისტომდე. კერძოდ,დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნითგამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.