ივანე მერაბიშვილი თომას მელიას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-11 12:17:00

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა აშშ-ს უწყებათშორის დელეგაციას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას გააცნო წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები.