კოალიცია "ქართული ოცნება" თელავში აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2012-09-09 10:30:00

დღეს, 9 სექტემბერს, 18:00 საათზე თელავში კოალიცია "ქართული ოცნება" მორიგ აქციას გამართავს.

აქცია ერეკლეს მოედანზე გაიმართება.

"ქართული ოცნება" თელავში აქციიის გამართვა 2 სექტემბრისთვის იყო დაანონსებული, თუმცა ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ორანიზატორებმა აქცია გადადეს.

შესაბამისად გადაიდო ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც 9 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

"ქართული ოცნება" მორიგ აქციას 15 სექტემბერს, ახალციხეში, 22 სექტემბერს კი ზუგდიდში გამართავს.