ივანე მერაბიშვილი: პირობას ვაძლევ სოფელს, რომ ის იგრძნობს ყურადღებას საქართველოს მთავრობისაგან

საქართველო, თბილისი - 2012-09-08 22:14:00

მე პირობას ვაძლევ სოფელს, რომ ის იგრძნობს ყურადღებას საქართველოს მტავრობისაგან. ჩვენ საქართველოს ავაძლევთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დღეს სპორტის სასახლეში გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშენდება 500-ზე მეტი საწარმო, შეიძენენ 2000 ტრაქტორსა და კომბაინს გააორმაგებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს.

"ყველა სოფელში იქნება წყალი, გზა, ინტერნეტი. ქართული სოფელი გახდება ისეთი კომფოპრტული, როგორც საქართველოპს ქალაქებია", - განაცხადა მერაბიშილმა.

მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პრემიერმა აღნიშნა, რომ 50 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პოლისით და მიმართა საავადმყოფოს.

"მათი უმრავლესობა 10-15 წელი არ ყოფილა ექიმთან. ჩვენ გვინდა საქართველო ფიზიკურად ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში და მოსახლეობამ მიიღონ ხარისხიანი ჯანდაცვა", _ დასძინა მერაბიშვილმა.