,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის ვიზიტს ეხმიანება. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა საქართველოში რასმუსენის ვიზიტი მნიშვნელოვანი ფაქტია.,,მაშინ, როდესაც დემოკრატიული თანამეგობრობა, მათ შორის: პრეზიდენტი ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კამერონი და ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერები ერთხმად უცხადებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, „ქართული ოცნება" ღიად გამოდის საქართველოს ამ, მართლაც, ისტორიული არჩევანის წინააღდეგ", _ განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, ,,ამბასადორიალი 2012" ფარგლებში სიტყვით გამოვიდა და ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილა.