გიორგი თარგამაძე: „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" მხარდაჭერა ნიშნავს ერთიან საქართველოს ყველა თაობისთვის

საქართველო, თბილისი - 2012-09-07 15:23:00

 „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ზუგდიდში რუხის ციხეში შეკრებილ ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს.

გიორგი თარგამაძემ მხარდამჭერებს სამეგრელოს მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და მათ „ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის" გააცნო. მოძრაობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას რუხის ციხეში შეკრებილებს „ქრისტიან-დემორკატების" ხედვები სხვდასხვა პრიორიტეტულ საკითხზებზე გააცნეს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით „ქრისტიანულ-დემოკრატიული" არჩევანი ყველა თაობის წარმომადგენლის არჩევანია.
„დღევანდელ რეალობაში მხოლოდ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც აქცენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ერთიან საქართველოზე გააკეთა. სწორედ ამიტომ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" მხარდაჭერა ნიშნავს ერთიან საქართველოს ყველა თაობისთვის." - განაცხადა გიორგი თარგამაძემ