პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმოების ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-07 11:42:00

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

ივანე მერაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა არის მსოფლიოში ბიზნესის დაწყების კუთხით, კვლავ უამრავი დაბრკოლება არსებობს საკანონმდებლო დონეზე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს დაავალა სამინისტროებში არსებული რეგულაციების შესწავლა და მათი გამარტივება.