"ქართული ოცნების" ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველო, თბილისი - 2012-09-06 13:13:00

 "ქართული ოცნების" ლიდერები სოზარ სუბარი, ალექსი პეტრიაშვილი და ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავაროც ესწრება.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრებენ.