,,საქართველო და არგენტინა ახლა იწყებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან ბევრი შეიძლება ავიღოთ. მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ, ჩვენი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობაში. Aარგენტინის სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში თანამშრომლობას დავიწყებთ. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს და ამ გეგმების განხორციელება სამართლებრივი ბაზის შექმნით დაიწყება", - განაცხადა ვაშაძემ.