აშშ-ის ახალი ელჩი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება

საქართველო, თბილისი - 2012-09-06 09:00:00

დღეს, 6 სექტემბერს, აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დაიწყებს.

"საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით, მიუხედვად ამისა, იგი მიღწევების კონსოლიდირების საქმეში კვლავ გამოწვევებს აწყდება. ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება ამ პროცესებში დეტალურად გავერკვე და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში", _ განაცხადა ნორლანდმა.

ნორლანდმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი შეცვალა.