გიორგი ახვლედიანმა ადგილობრივებს „ქრისტიან-დემოკრატების" სოფლის მეურეობის განვითარების პროგრამა დეტალურად გააცნო. „ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში მოხედაბა სოფლის მეურნეობის ბიუჯეტის 1 მილიარად 100 მილიონ ლარამდე გაზრდა. მისი თქმით, ქდმ-ის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება საწვავის სუბსიდირება. „ქრისტიან-დემოკრატები" პირდებიან მოსახლეობას, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში აგრო-დიზელი არ ეღირება 80 თეთრზე მეტი, ხოლო ერთი ტომარა სასუქი ოც ლარზე მეტი.
„ქრისტიან-დემოკრატები" მოსახლეობას ასევე აგრო ბანკის შექმნას პირდებიან, რომელიც თავად დაფარავს პირველი სამი წლის კრედიტებს.
„სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერა. „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში მოხდება სასთბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება" - განაცხადა გიორგი ახვლედინმა.