მერაბიშვილი რადოსლავ სიკორსკის და კარლ ბილდტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 2012-09-05 17:21:00

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა. ვანო მერაბიშვილმა რადოსლავ სიკორსკისთან და კარლ ბილდტთან განიხილა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში არსებული მიღწევები და გამოწვევები და საქართველოში არსებული სიტუაცია. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველო-პოლონეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.