NDI პოლიტიკური პარტიის რეიტინგებს 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 2012-09-05 16:19:00

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიის რეიტინგებს პარასკევს 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს, _ აღნიშნულის შესახებ NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 31 ივლისიდან-12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით პირისპირი ინტერვიუერის პრინციპით 2 038 ადამიანი გამოიკითხა.