ნესტან კირთაძე XXII საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სექციის სხდომას წარუძღვება

საქართველო, თბილისი - 2012-09-05 09:34:00

დღეს, 5 სექტემბერს, სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე, პროფესორი ნესტან კირთაძე XXII საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც კრინიცაში (პოლონეთი) იმართება, ერთ-ერთი სექციას წარუძღვება.

სპიკერის რანგში ნესტან კირთაძე გააკეთებს მოხსენებას, "ვარდების რევოლუციის" შემდგომი საქართველოს რეალური ვითარებისა და 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ განუცხადა, იგი თავის მოხსენებაში ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხება.

"ყურადღებას გავამახვილებ იმ გამოწვევებსა და პრობლმებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უახლოეს ხანში უნდა დაძლიოს", - განაცხადა კირთაძემ.

XXII საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმი კრინიცაში გუშინ გაიხსნა, მას მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაციები ესწრებია,

ფორუმის განხიილვის თემაა კრიზისის პირისპირ მდგომი ევროპისა და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევები და პრობლემები.