კობა ხაბაზი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში არ არის

საქართველო, თბილისი - 2012-09-02 17:57:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მოქმედი დეპუტატი კობა ხაბაზი პარტიულს სიაში არ აღმოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას ხაბაზი, თუმცა ცნობილია, რომ სიაში მოხვედრის სურვილი თავად ჰქონდა.

კობა ხაბაზი 2005-2008 წლებში - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2008 წელს კი მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.