მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა
საქართველო, თბილისი - 2012-09-01 16:20:00
![]()
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პრეზიდენტმა ნიკოლაიშვილი კანდიდატად სოფელ შემოქმედში წარადგინა .
რამაზ ნიკოლაიშვილი რეგიონული 2010 წლიდან განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო. 2012 წლის 31 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ნიკოლაიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.