სხდომაზე ქართულმა მხარემ ალიანსს გააცნო ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და საარჩევნო სისტემის რეფორმები და მათი შედეგები, ისაუბრა არჩევნებისთვის მზადების პროცესის და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ალიანსს მიეწოდა ინფორმაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციის შესახებ.
ალიანსის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიღწევები დემოკრატიული რეფორმების სფეროში და ხაზი გაუსვეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.
მათ ასევე აღნიშნეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და მადლიერება გამოხატეს ქვეყნის მიერ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის.