ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან ასევე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გიორგი რუხაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებლეთა შეხვედრაშიც.
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის დედაქალაქიდან ჩავიდა სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატი ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა, მანამდე კი ჰოლანდიის ქალაქ ამერსფურტში ევროპელი ქრისტიან დემოკრატების მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა.