ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" კომუნისტურ პარტიას შეადარა

საქართველო, თბილისი - 2012-08-21 18:01:00

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" კომუნისტურ პარტიას შეადარა.

მისი თქმით, სახელისუფლებო ძალა ყველა ეროვნული დღესასწაულის "ნაციონალური მოძრაობის" დღესასწაულად გადაქცევას ცდილობს.

"მათი სახით დღეს ჩვენ კომუნისტური პარტია მოგვევლინა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.