29 სექტემბერს ქართული ოცნება თბილისში მანიფესტაციას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2012-08-21 15:33:00

ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა .

საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" თბილისის მერიას მიმართა გაფრთხილებით და აცნობა, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 2012 წლის 29 სექტემბერს 02.00 საათიდან 23.00 საათამდე თბილისში, რამდენიმე ადგილიდან გეგმავს მანიფესტაციას თავისუფლების მოედნის მიმართულებით და შეკრებას თავისუფლების მოედანზე.