დავით ბაქრაძემ ზუგდიდში, დეპუტატობის კანდიდატად, როლანდ ახალაია წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2012-08-21 14:28:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია წარადგინა.

ამასთან, დღესვე ბაქრაძე ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი ბუკიას, ხოლო მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად ნაული ჯანაშიას წარადგენს.