როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, მათთვის საარჩევნო ნომრის შეცვლა დიდ ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული, რადგან წინასაარჩევნოდ უკვე დამზადებულ მაისურებზე დატანილია 7-იანი, ასევე, ბუკლეტებშიც "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომრად მითითებულია 7.
მათივე განცხადებით, კოალიცია ახალ საარჩევნო ატრიბუტიკას ვეღარ დაამზადებს, რადგან მათი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საარჩევნო ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა. საარჩევნო ბლოკებისთვის ნომრების მინიჭების ბოლო ვადად 25 აგვისტო იყო გამოცხადებული, თუმცა, აზარაშვილის განცხადებით, რადგან ერთი ბლოკი იყო ნომრის გარეშე დარჩენილი, ნომრის მინიჭების საკითხი ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა.