ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას" საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა
ცესკოს განკარგულებით, ბლოკ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ განუცხადა , რომელიც ცესკოს სხდომაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომერი 7 წაართვა და მიანიჭა ნომერი 41.
პარტიების წილისყრის შემდეგ 40-ის ჩათვლით ყველა ნომერი დაკავებული იყო და კოალიციის 41 ნომერი ამიტომ მისცეს.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე.