კონფერენციის მონაწილეთა მსჯელობის საგანს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვითი საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები წარმოადგენდა. ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონალური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე, გლობალური ფინანსური კრიზისის დაძლევის ახალ გზებსა და ეკონომიკის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, შეხვედრა გამართა ავსტრიელ კოლეგასთან, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან მიხაელ შპინდელეგერთან. მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.