მიხეილ სააკაშვილი: შემომხედეთ მე, ვანოს, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ომი და ნგრევა?

საქართველო, თბილისი - 2012-08-16 21:44:00

"ჩვენი მოწინააღდეგეები რომ იძახიან, ომი ამათ დაიწყესო. შემომხედეთ მე, ვანოს, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ომი და ნგრევა, ხალხო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღდგენილი რაბათის ციხის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

" ჩვენთვის არის ყველაფერი შენება. ჩვენთვის არის ყველაფერი ახალი ქალაქები. ლაზიკა მაქვს ასაშენებელი, როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.