1953 წლიდან იყო საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1969 წლიდან - ანსამბლის ქორეოგრაფი, 1958 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად) . აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლოპარტიები ცეკვებში "სიმდი", "ქაჯეთის აღება", "ხონგა", "ხევსურული", შეჯიბრი" და სხვა. დადგმები: "ხონგა", "მხედრული", "მთიულური", "შეჯიბრი", "გამარჯვება", "ანანური", ქორეოგრაფიული კომპოზიცია "საკოლმეურნეო" და სხვა.
სუხიშვილი 2007 წლის 25 მარტს გარდაიცვალა.