ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2012-07-11 12:23:00

ლილოში ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე წუხელ, დაახლოებით 22:00 საათზე, ინგოროყვას კლინიკაში,რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

პაციენტს ჰქონდა ქრონიკული ასთმა, მოწამვლის შედეგად კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

5 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა.