,,საქართველოში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება, მაგრამ პარალელურად ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, 15 ივლისამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი", _ განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ ტემპერატურა 32-33 გრადუსამდე შენარჩუნდება.
"ტემპერატურა 15 ივლისამდე საშუალოდ 32-33 გრადუსამდე შენარჩუნდება, შემდეგ შესაძლებელია ტემპერატურამ უფრო მაღლა აიწიოს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ.