NDI მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს

საქართველო, თბილისი - 2012-07-10 09:05:00

დღეს, 10 ივლისს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს. კვლევის თემაა "საზოგადოების განწყობა საქართველოში".

NDI-ის კვლევის საველე სამუშაო საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).