სტუ არქიტექტორების სპეციალიზაციის სკოლა-მასტერკლასებს აწყობს

საქართველო, თბილისი - 2012-07-09 15:26:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 23 აგვისტოდან მსოფლიოსა და საქართველოს წამყვან არქიტექტურულ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან ერთად აწყობენ ახალგაზრდა არქიტექტორებისა და სტუდენტების სპეციალიზაციის თოთხმეტდღიან სკოლა-მასტერკლასებს.

მასტერკლასები ქ. ბათუმში 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.