სახელმწიფო აუდიტის სამსახური მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2012-07-09 11:12:00

დღეს, 14:00 სთ-ზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება პრეზენტაცია: „პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგი. მეთოდოლოგია".


როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.