საქართველოს უხუცესი ადამიანი 132 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 2012-07-09 09:33:00

წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს მცხოვრები, საქართველოს უხუცესი ადამიანი, ანტისა ხვიჩავა დღეს 132 წლის გახდა.

იუბილე მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიულოცა.

ანტისა ხვიჩავას ოჯახში 5 თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მისი უმცროსი შვილი 84 წლისაა.

ანტისა ხვიჩავა თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ანტისა ხვიჩავა 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა.