ხვალ მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული მომზადების კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-07-06 18:48:00

7 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს შსს აკადემიაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული მომზადების კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართება.

აღნიშნული კურსის მიზანია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.

კურსი 2012 წლის 7 მაისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა. კურსზე ჩარიცხულმა 25-მა მსმენელმა სწავლა წარმატებით დაასრულა, მათ შორის სამმა - წარჩინებით. სწავლების ხანგრძლივობა 9 კვირაა.

კურსდამთავრებულებს შსს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი მანდარია სერთიფიკატებს გადასცემენ.