"წელს სამმაგი იუბილეა: 35 წელია პატრიარქის აღსაყდრებიდან, 50 წელია, რაც სასულიერო ცხოვრებას ეწევა და მისი დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ამიტომ სახელმწიფომ და საპატრიარქომ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტა სამმაგი იუბილის ჩატარება. ახლა გაიმართა პირველი სხდომა იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც ამ სამ მნიშვნელოვან თარიღს უნდა მიეძღვნას. ეს ყველაფერი ღირსეულად აღნიშვნას იმსახურებს. მოხდება როგორც ისტორიული, ასევე მისი პირადი არქივიდან მისი ქადაგეგებისა და ეპისტოლების გამოცემა. ამასთან, მისი ნაწარმებები სხვადასხვა ფორმით შესრულდება", - განაცხადა რურუამ, რომლის ინფორმაციით, კომისები 10 დღეში ერთხელ შეიკრიბება.