დამწვრობის ცენტრში 4 წლის ბავშვი მოათვსეს

საქართველო, თბილისი - 2012-07-06 10:31:00

დამწვრობის ცენტრში ქიმიური დამწვრობით 4 წლის ბიჭი მოათავსეს.

როგორც ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანჯღავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ბავშვმა დამწვრობა ეზოში თამაშისას მიიღო. მან ბოთლიდან ჯერ-ჯერობით დაუდგენელი სითხე გადაისხა.

"მოზარდს დამწვრობა თავისა და სახის არეში აღენიშნება. მისი მდომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - განაცხადა ჯანჯღავამ.

მოზარდი სტაციონარში რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.