"ავერსის კლინიკის" ექიმები უფასოდ გასინჯავენ შატილის (მუცო, არდოტი, ხონისჭალა) და უკანა ფშავის (შუაფხო, თხილანა, უძილაურთა, საბაურთა, გოგოლაურთა, მუქო, ჭიჩო, მათურა, ხოშარა, ახადი, უკანა ფშავი) თემის მოსახლეობას, ჩაუტარებენ მას ექოსკოპიურ, ოფთალმოლოგიურ, კარდიოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, პედიატრიულ და ნევროლოგიურ გამოკვლევებს.
აქციის ყოველ მონაწილეს `ავერსი~ პირველადი დახმარების 20 დასახელების მედიკამენტს გადასცემს.
`ავერსი~ საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. შატილსა და უკანა ფშავში დაგეგმილი აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ასეთი აქციები დიდი ხანია კომპანიის ტრადიციად იქცა და მომავალშიც გაგრძელდება.