დამწვრობის ცენტრში 16 წლის გოგონა მოათვსეს
საქართველო, თბილისი - 2012-07-05 10:55:00
![]()
ქვემო კიდურების დამწვრობით დამწვრობის ცენტრში 16 წლის გოგონა მოათავსეს. დაზარალებული ზესტაფონის რაიონიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
გოგონას სხეულის 25 პროცენტი აქვს დამწვარი და ამ დროისთვის იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ექიმების თქმით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.