„მამაკაცი გუშინ საღამოს გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენით ხრამიდან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს. ამიტომ გუშინ მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა შემთხვევის ადგილზე ცხენებით ავიდნენ, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს", -განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა.
მამაკაცი სოფელ კაბალის მკვიდრი იყო. მას მწყემსებთან ერთად ცხვარი მთაში გადაჰყავდა საძოვარზე, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ხრამში გადაიჩეხა.