თხევადი ქლორი განეკუთვნება მაღალი საშიშროების ნივთიერებას. მას გამაღიზიანებილი და მხუთავი თვისებები აქვს. არ იწვის, არის ძლიერი დამჟანგავი, ხელს უწყობს მრავალი ორგანული ნივთიერების წვას, ხანძარსაშიშია აალებად ნივთიერებებთან კონტაქტში. წყლაბადთან ერთად ქმნის ფეთქევადსაშიშ ნაერთს. დაუშვებელია თხევადი ქლორისა და ორგანული ნივთიერებების, მეტალის ფხვნილის, თხევადი გაზისა და გაზის ერთად შენახვა.
ქლორით მოწამვლის სიმპტომებია - ხველა, სიმშრალე პირის ღრუში, ღებინება, ტკივილი მკერდის არეში, მწვავე ტკივილი მუცლის ზედა არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, საერთო სისუსტე და ციება.
მკურნალობა აუცილებელია სტაციონარულ პირობებში ექიმების მეთვალყურეობით.
მოწამლულებს მედიკამენტოზურ მკურნალიბასთან ერთად დიდი რაოდენობის რძეს ასმევეენ.